ზინობი ჩაპოძე
ზინობი ბართლომეს ძე ჩაპოძე (ჩაფოძე, ჭაფოძე; დ. 15 აგვისტო, 1875 — გ. უცნობია) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი (1918).
სწავლობდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. 1894 წლიდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში. მსოფლიო ომში დაიჭრა, ბოლოს პოდპოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1909 წლიდან). 1918-1921 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი, სამხედრო ტიპოგრაფიის უფროსი (სამხედრო საქმეთა წარმოებაში შემოიტანა ქართული შრიფტი), 1921 წელს — საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატის ტიპოგრაფიის გამგე, 1921-1922 წლებში — იმავე უწყების შტაბის კანცელარიის უფროსი. 1922-1937 წლებში სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს სსრ სამთავრობო სამოქალაქო უწყებებში. ცოლად ჰყავდა (1906 წლიდან) მარიამ (მარგარიტა) რომანოზის ასული ამირეჯიბი (დ. 1881 — გ. 1953). შვილი არ ჰყოლია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე, მამუკა; ჯაფარიძე, ზაზა. სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე. თბ., 2018, – გვ. 43.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩაპოძე, ზინობი ბართლომეს ძე — შრომის წიგნაკი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებისა და დოკუმენტების კოლექცია. ნანახია 13 აგვისტო, 2020.